Tuesday, May 4, 2010

სხივური თერაპია

სხივური თერაპია (რადიოთერაპია, რადიაცული ონკოლოგია) არის ონკოლოგიის ნაწილი, და გულისხმობს მაიონიზირებელი გამოსხივების გამოყენებით სიმსივნური დაავადების მკურნალობას. სხივური თერაპია შეიძლება იყოს როგორც ძირითადი (კურაციული) ასევე დამხმარე (ადიუვანტური) მკურდანოლობის მეთოდი. იგი გამოიყენება რადიკალური და პალიატიური მიზნებით.
გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად ასევე კომბინაციში, ქირურგიასთან, ქიმიოთერაპიასთან ან ორივესთან ერთად. ტაქტიკის არჩევა დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე, უჯრედულ შენებაზე, დაავადების სტადიაზე და ავადმყოფის ზოგად მდგომარეობაზე.
დასხივების ველი მოიცავს სიმსივნის მთლიან მოცულობას, სიმსნის გარშემო არსებულს მაკროსკოპულად ნორმალურ ქსოვილს (სადაც სავარაუდოდ არის მიკროსკოპული ავთვისებიანი უჯრედები), რიგ შემთზვევებში შეიძლება მოიცავდეს კლინიკურად ან რადიოლოგიურად დაინტერესებულ ლიმფურ კვანძებს.
ნორმალური ქსოვილების დასხივების თავიდან არიდების მიზნით გამოიყენება რამოდენიმე ფორმირებული ველი სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც გადაიკვეთებიან სიმსივნეში. ამ მანევრის საშუალებით მაქსიმალური დოზა კუმულირდება სიმსივნეში და ნორმალური ქსოვილები ნაკლებად სხივდება.

მოქმედების მექანიზმი
რადიაოთერაპია მოქმედებს დნმ-ის დაზიანებით. ეს დაზიანება ხდება ფოტონების, ელექტრონების, პროტონების ან იონების ნაკადით, რომლებიც პირდაპირად ან არაპირდაპირად იწვევენ დნმ-ის ჯაჭვის იონიზაციას. არაპირდაპირი იონიზაცია გულისხმობს წყლის იონიზაციით წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალებით გამოწვეულ დნმ-ის მოლეკულის იონიზაციას. ყველაზე მნიშვნელოვანია როლი აქვს დნმ–ის ორივე ჯაჭვის გაწყვეტას, რადგან უჯრედში არსებობ მექანიზმები რომლებიც სწრაფად აღადგენენ ერთი ჯაჭვის გაწყვეტას.
რადიოთერაპიის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი არის ჰიპოქსია. ჯანგბადი არის პოტენციური რადიოსენსიბილიზატორი რომელიც წარმოქმნის რა დნმ–ის დამაზიანებელ რადიკალებს ზრდის მიცემული დოზის ეფექტურობას.
დოზა
გამოსხივების საზომი ერთეული რადიოთერაპიაში არის გრეი. დასხივების დოზა დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე და დაავადების სტადიაზე. რადიკაურლი მკურნალობის დროს ჯამური დოზა ძირითადად არის 60–80 გრეი, თუმცა ლიმფომების რადიკალული მკურნალობის შემთხვევაში ჯამური დოზა არის 20–40 გრეი. ადიუვანტური რადიოთერაპიის დროს დოზები შეადგენს 45–60 გრეის. დოზის არჩევაში რადიაციული ონკოლოგი ხელმძღვანელობს სხვა ფაქტორებითაც, მაგ. უტარდება თუ არა ქიმიოთერაპია, როგორია ზოგადი მდგომარეობა, პოსტოპერაციულია მკურნალობა თუ პრეოპრეციული, რა წარმატებით არის ჩატარებული ოპერაცია.

No comments:

Post a Comment